Робота для біженців з України
მხაზველი/ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველი/ინჟინერი
მომწოდებელი: დეკადერი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
საპროექტო კომპანია "დეკადერი" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის/ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: არასრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით/ბონუსური სისტემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ფაკულტეტის მიმართულებით.
** აუცილებელია პროგრამა AutoCAD და REVIT ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ სფეროში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება AutoCAD-ს მეშვეობით.
** Revit-ში მოდელირება.
** ნახაზების გაფორმება დადგენილი შაბლონის შესაბამისად.

პიროვნული უნარები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი.
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hrdekaderi@gmail.com და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "დეკადერმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "დეკადერის" ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე