Робота для біженців з України
სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს გამოცდილ დეკლარანტებს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვაში. სისტემა წარმოადგენს ევროკავშირის და საერთო ტრანზიტის პროცედურის (CTC) წევრი ქვეყნების მიერ გამოყენებულ თანამედროვე, ელექტრონულ ინსტრუმენტს სატრანზიტო საქონლის ეფექტური მართვისა და მიკვლევადობისთვის. აღნიშნული სისტემა ამარტივებს საბაჟო პროცედურებს, უზრუნველყოფს საქონლის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს შეფერხებები რეალურ დროში საქონლის მიკვლევადობის მეშვეობით. სისტემა ხელს უწყობს მონაცემთა გაცვლას საბაჟო ორგანოებს შორის, ამარტივებს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს და არსებითი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

პოზიცია: სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი

პირობები:

** სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: 2000 - 3500 ლარი net (გამოცდილების მიხედვით)
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30

სამუშაოს აღწერა:

** "სატრანზიტო სისტემაში (NCTS)" ასატვირთი დოკუმენტაციის მიღება და დამუშავება;
** არასრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** განაცხადის რეგისტრაცია;
** გარანტიის თანხის დაანგარიშება და გარანტიის წარდგენა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული გარანტიის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №4) შესაბამისად;
** დოკუმენტაციის მიხედვით "სატრანზიტო სისტემაში (NCTS)" ტრანზიტის დეკლარაციის (T1) შექმნა, კერძოდ: მონაცემების შევსება, რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული "ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)" გამოყენებით საერთო ტრანზიტის პროცედურის განხორციელების საბაჟო ფორმალობების შესახებ" ინსტრუქციის (დანართი №20) შესაბამისად.
** ატვირთული და დასრულებული დოკუმენტაციის შენახვა როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური სახით (შესაბამისი კომპანიების მიხედვით);

შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება

** წარდგენილი დოკუმენტების დეკლარირების ვადებისა და თანხების შემოწმება;
** დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება;
** დეტალური ანგარიშების შედგენა გამოვლენილი დარღვევებისა და კონტექსტის შესახებ;
** დოკუმენტაციის დაარქივება და შესაბამის სამსახურებთან წარდგენა;
** საჭიროებისამებრ თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან/სამსახურთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ეკონომიკის, ან ადმინისტრირების სფეროში);
** საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის/სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია "ASYCUDA", "ORACLE" ან "eDocument"-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა;
** საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სატრანზიტო სისტემის დეკლარანტი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე