დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და ყოველდღიური კომუნიკაცია;
** არსებული პორტფელის ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდების მოძიება (როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე საერთაშორისო გამოფენების საშუალებით)
** შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი;
** შესყიდვების და გაყიდვების ანალიზი, დაგეგმვა და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და სწორი დაგეგმარება;
** კორპორატული გაყიდვების დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია და შესყიდვების შესაბამისად დაგეგმვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** მოლაპარაკების წარმოების განსაკუთრებული უნარი (როგორც წერილობითი ასევე ზეპირისიტყვიერი)
** პრეზენტაციის უნარი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|