Робота для біженців з України
სხვადასხვა - იყალთო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო მეტეო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სასტუმრო "მეტეო" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტი-ადმინისტრატორის, მიმტანისა და დიასახლისის პოზიციებზე.

ადგილმდებარეობა: იყალთო
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 ივნისი, 2025

ჩვენს შესახებ

ჩვენი სასტუმრო განლაგებულია კახეთში, თელავიდან 7 კილომეტრში. 50 კომფორტული ნომერი თანამედროვე დიზაინით, რესტორანი, კაფე სახურავზე, ორი საცურაო აუზი უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს.

1) რეცეფციონისტი-ადმინისტრატორი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სურვილი გაქვთ იმუშაოთ 8-საათიან ცვლებში ღამის ცვლების ჩათვლით
** გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი
** გაქვთ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

2) მიმტანი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გაქვთ შესაძლებლობა იმუშაოთ ცვლებში
** ხართ ორგანიზებული, ყურადღებიანი
** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება

3) დიასახლისი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ხართ მოწესრიგებული, ორგანიზებული ადამიანი
** გაქვთ შესაძლებლობა იმუშაოთ ცვლებში
** გაქვთ უნარი შეასრულოთ ფიზიკური სამუშაო ცვლის განმავლობაში

ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს. სამუშაოს დაწყებამდე და სასტუმროს გახსნის შემდეგ ჩაგიტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. სამომავლოდ სასტუმროში მოგეცემათ კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე hotelmhr2025@gmail.com. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე