Робота для біженців з України
სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "Benet"-ის სამშენებლო მაღაზიისათვის.

კომპანია "Benet"-ის სამშენებლო მაღაზია მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსებით სავსე უბანში და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს (https://www.facebook.com/benetuniversal/). კომპანია, ბიზნესის გაფართოების და გრძელვადიანი განვითარების კონტექსტში, ეძებს გამოცდილ და შრომისმოყვარე მენეჯერს, რომელიც შეძლებს მაღაზიის მართვას და განვითარებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პაატა დათუაშვილის ქ. #21
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:30 - 19:00
ინფორმაცია მაღაზიის შესახებ: სავაჭრო სივრცე 120 კვ/მ, 4 თანამშრომელი, 5500-6000 დასახელების პროდუქტი
ანაზღაურება: სავარაუდო დიაპაზონი 2500 - 3000 ლარი (NET) + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების ოდენობა დაზუსტდება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** პროდუქციის განლაგების და სავაჭრო სივრცის ორგანიზების უზრუნველყოფა;
** კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
** გაყიდვების, ინვენტარის, პროდუქციის მარაგისა და თანამშრომელთა მუშაობის ანგარიშგების წარმოება;
** მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებული მომხმარებლების ერთგულების გასაზრდელად;
** ეფექტიანად და პროფესიონალურად მომუშავე თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის მონიტორინგი და სწავლება-განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით ინვენტარისა და გაყიდვების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობაში გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** მცირე სავაჭრო სივრცეში პროდუქციის ასორტიმენტის და განლაგების ეფექტური მართვის ცოდნა და უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური, ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
** მარკეტინგული უნარები და გამოცდილება მომხმარებლების მოსაზიდად და მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
** მაღაზიის ფუნქციონირების ყველა ასპექტის შესახებ ზუსტი ანგარიშების წარმოების (და წარდგენის) ცოდნა და უნარი ;
** ლიდერული უნარები, თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს კომპანია Benet გთავაზობს:
** გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას, ზრდის და განვითარების შესაძლებლობას კომპანიაში, რომელიც გეგმავს ქსელური მაღაზიების შექმნას და გაფართოებას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს და საბონუსე სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე;
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** შესაძლებლობას გახდეთ ამბიციური პროექტის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი მის განვითარებაში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 10 ივნისისა

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე