Робота для біженців з України
საუზმის მზარეული - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, თბილ და პოზიტიურ მზარეულს, რომელიც შეუერთდება "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს.

თუ გიყვართ გემრიელი საუზმის მომზადება, გსურთ სტუმრებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!

სამუშაოს აღწერა:

საუზმის მზარეული პასუხისმგებელია დილის სამზარეულოს საოპერაციო პროცესის გამართულად წარმართვაზე და საუზმის მომზადების სტანდარტების დაცვაზე. აქტიურად მონაწილეობს საუზმის დროულ და ხარისხიან მომზადებაში, მჭიდროდ თანამშრომლობს გუნდთან და ზრუნავს სტუმრებისთვის თბილი და კომფორტული გარემოს შექმნაზე. საჭიროების შემთხვევაში ერთვება სამზარეულოს სხვა პროცესების მხარდაჭერაში. პოზიცია ექვემდებარება საუზმის შეფ-მზარეულს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტუმართა პოზიტიური გამოცდილების შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ამზადებს საუზმისთვის სხვადასხვა ტიპის კერძებს სასტუმროს სტანდარტებისა და მენიუს შესაბამისად, მათ შორის: ცხელ და ცივ კერძებს, ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს
** უზრუნველყოფს საუზმის სწორ სერვირებასა და გადანაწილებას, ასევე საჭირო მოწყობილობებისა და საკვების ხელმისაწვდომობას
** ზრუნავს სამზარეულოს სისუფთავესა და ორგანიზებულობაზე, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით
** აკონტროლებს საკვების ტემპერატურას და უზრუნველყოფს მის სწორ პირობებში შენახვას
** მონაწილეობს სამზარეულოს მარაგების მართვაში - აკონტროლებს საჭირო ინგრედიენტებისა და ინვენტარის ხელმისაწვდომობას
** ლობი ბარის მხარდაჭერის მიზნით, დატვირთულ პერიოდში ამზადებს მარტივ კერძებს ან ხემსებს
** იცავს სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, HACCP-ით დადგენილ სტანდარტებს

სხვა მოვალეობები:

** ასრულებს საუზმის შეფ-მზარეულის მიერ გაცემულ დამატებით ტექნიკურ ან საოპერაციო დავალებებს
** მონაწილეობს ტრენინგებში და აქტიურად ითვისებს სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკებსა და ბრენდის სტანდარტებს
** საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს კომპანიის ან მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ სხვა შესაბამის დავალებებს

კვალიფიკაცია:

** მზარეულად მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს ან რესტორნის სფეროში
** საუზმის სერვისში მონაწილეობის გამოცდილება და სამზარეულოს ძირითადი სამუშაო პროცესების ცოდნა
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და საბაზისო კულინარიული ტექნიკის ფლობა
** უნარი სწრაფად და ეფექტიანად იმუშაოს დატვირთულ გარემოში და ერთდროულად გაუმკლავდეს რამდენიმე დავალებას

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ძირითადად დილის ცვლები (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
დასაქმების თარიღი: 2025 წლის ივლისი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_dgzj5/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე