Робота для біженців з України
F&B მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მიმტანი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!

ვეძებთ ენერგიულ, თბილ და პოზიტიურ მიმტანს, რომელიც შეუერთდება "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურება, გსურთ სტუმრებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!

სამუშაოს აღწერა:

F&B მიმტანი პასუხისმგებელია საუზმის სერვისის ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით წარმართვაზე. უზრუნველყოფს სტუმრების თბილად და მეგობრულად გამასპინძლებას. მჭიდროდ თანამშრომლობს გუნდთან და იცავს ბრენდის მომსახურების ყველა ნორმას. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად მხარს უჭერს სასტუმროს სხვა დეპარტამენტებს ოპერაციების ეფექტურად განხორციელებაში. პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო სუპერვაიზერს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმრების კმაყოფილებისა და პოზიტიური გამოცდილების შექმნაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საუზმის ბუფეტისათვის საკვებისა და სერვისისთვის საჭირო ნივთების მომზადება და შევსება.
** სტუმრების თბილად მიღება/გამასპინძლება და მათთვის დახმარების გაწევა საუზმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებაზე.
** მაგიდების დროულად ალაგება და გაწყობა სუფთა და მყუდრო გარემოს შესანარჩუნებლად.
** ჭურჭლისა და აღჭურვილობის სუფთა, ხელმისაწვდომ და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისთვის პრობლემების შეტყობინება.
** გამოყენებული ჭურჭლისა და საკვები მოწყობილობების უსაფრთხო და ეფექტური გადატანა რეცხვით სივრცეში.
** სტუმრების შეკითხვებსა და მოთხოვნებზე დროული, პროფესიონალური და მეგობრული პასუხის გაცემა.
** Hilton-ის ვიზუალური სტანდარტების დაცვა, მათ შორის უნიფორმის ტარება, სისუფთავე და პირადი ჰიგიენა.
** სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა.

სხვა მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება);
** აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში;
** ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა.

კვალიფიკაცია:

** სასურველია გამოცდილება კვების მომსახურების, სასტუმრო ბიზნესის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, თუმცა არა სავალდებულო;
** პოზიტიური განწყობა, გუნდზე ორიენტირებული მიდგომა და სწავლის სურვილი;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; სხვა ენების ცოდნა უპირატესობაა.

უნარები:

** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ურთიერთობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ საათებში მრავალ დავალებასთან ეფექტურად გამკლავება სერვისის ხარისხის დაზიანების გარეშე;
** ძირითადი ჰიგიენის და საკვების დამუშავების სტანდარტების ცოდნა და დაცვა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ძირითადად დილის ცვლები (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
ანაზღაურება: შეთანხმებით

განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
დასაქმების თარიღი: 2025 წლის ივლისი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_dgzj5/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე