Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Esquisse Telavi
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"Esquisse Telavi" მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას. სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19..

ძირითადი მოვალეობები

** მასალების, სამზარეულოს, ბარების და აუთლეტების ხარჯების აუდიტი;
** ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯების კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ანგარიშგება და მონაცემების ანალიზი;
** დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით;
** ინვენტარების კონტროლი და მომწოდებლებთან მუშაობა.

საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Excel-ის და ფინანსური სისტემების ცოდნა (Fina - უპირატესობა);
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური უნარები.

კომპანია გთავაზობთ:

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (Net).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995551881118.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე