Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პორტფელში არსებული ბრენდებისა და მიმართულებების მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა, საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულება, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** აღნიშნული კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი;
** ბრენდებისა და მიმართულებების ბიუჯეტის კონტროლი;
** მარკეტინგული მატერიალების კონტროლი;
** სოც.მედია კონტენტის თემატიკის განსაზღვრა;
** PR აქტივობების ინიციარება, სტრატეგიის შესაბამისად და მონიტორინგში მონაწილეობა;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** გაქვს უმაღლესი განათლება მარკეტინგის/მომიჯნავე პროფესიული მიმართულებით;
** ფლობ უცხო ენას;
** გაქვს ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1784

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე