დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და რესტორნებით.
"Gastronome Group"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის (ცივები/ცხელები) პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი;
ხელფასი: 1400 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (ორი დღე დასვენება, ორი მუშაობა).
მოვალეობები:
** მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა;
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი მომზადება;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** სამზარეულოში პროდუქტის მარაგების კონტროლი.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე (ცივებში);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|