დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
"Gastronome" -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი;
ხელფასი: 1200 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (ორი დღე დასვენება, ორი მუშაობა).
ძირითადი მოვალეობები:
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
** მენიუს სიახლეებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართათვის თავაზიანი და სწრაფი მომსახურების გაწევა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|