Робота для біженців з України
ინჟინერ-ტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!

ვეძებთ პრაქტიკულ, მომსახურებაზე ორიენტირებულ ინჟინერ-ტექნიკოსს რომელიც შეუერთდება "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა - ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!

სამუშაოს აღწერა:

როგორც ინჟინერ-ტექნიკოსი "Hampton by Hilton Batumi"-ში, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ სასტუმროს მექანიკური, ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების გამართულ ფუნქციონირებაში. იმუშავებთ როგორც სასტუმრო ნომრებში, ასევე საჯარო და მომსახურების სივრცეებში. თქვენი მოვალეობა იქნება პრევენციული სამუშაოების შესრულება, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების დაცვა და ტექნიკური ჩანაწერების წარმოება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სტუმრის ნომრებში, საჯარო და მომსახურების სივრცეებში ტექნიკური აღჭურვილობის პრევენციული ზომების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** HVAC სისტემების, წყალგაყვანილობის, ელექტრო წრედების, განათების და სხვა მექანიკური სისტემების რეგულარული ინსპექცია და შეკეთება
** შენობის მართვის სისტემების (BMS) ცოდნა და რეაგირება სისტემურ შეტყობინებებზე
** პრევენციული უზრუნველყოფის გრაფიკის შესრულება. დანადგარებისა და სივრცეების შენარჩუნება განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად
** უსაფრთხოების ყველა სისტემის (სახანძრო სიგნალიზაცია, ავარიული გასასვლელები, საინფორმაციო ნიშნულები) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისობა ადგილობრივი რეგულაციებთან
** ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დეტალური ჩანაწერების წარმოება: სამუშაო შეკვეთები, ინსპექციები, შეკეთებები და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** ურთიერთთანამშრომლობა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან ტექნიკური პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით
** ინსტრუმენტების, აღჭურვილობისა და სამუშაო სივრცეების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება
** ტექნიკური ცოდნისა და უნარების განახლება და გაღრმავება

სხვა მოვალეობები:

** F&B ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა საჭიროებისამებრ (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)
** გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში მონაწილეობა
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება სტუმართა კმაყოფილებისა და ოპერაციული პროცესების უზრუნველსაყოფად

კვალიფიკაცია და უნარები:

** პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზებულ სფეროში: ელექტრობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა - სავალდებულოა
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სასტუმროს ტექნიკური სამსახურის ან ინჟინერიის სფეროში
** HVAC, ელექტრო, სანტექნიკური და მექანიკური სისტემების ფუნქციონირების ცოდნა
** ხანძარსაწინააღმდეგო და ზოგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტების ცოდნა და დაცვა

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
დასაქმების თარიღი: 2025 წლის ივლისი

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
• 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
• ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_dgzj5/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე