დასახელება:
კოშკურა ამწის/პერიმეტრის დამცავი ბადის მემონტაჟე
|
მომწოდებელი:
ადლი
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვიწვევთ: მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ და დასაქმდნენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიით კოშკურა ამწის/პერიმეტრის დამცავი ბადის მონტაჟის მიმართულებით.
თქვენგან მხოლოდ ვითხოვთ:
** არ გეშინოდეთ სიმაღლის, ვინაიდან ეს პროფესია მოითხოვს სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობას;
** არ უნდა გქონდეთ რაიმე მავნე ნივთიერებისკენ მიდრეკილება, რადგან ამ პროფესიას სიფხიზლე განსაკუთრებით ჭირდება;
** ექვსი კვირის განმავლობაში, დაგვითმოთ კვირაში სამი დღე, სულ რაღაც დღეში 2/3 საათი და გაიაროთ აუდიტორიაში თეორიული, ხოლო ველზე პრაქტიკული სწავლება;
** ყურადღებით მოისმინოთ ტრენინგი, რათა ექვს კვირაში შეძლოთ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა/ტესტირების გავლა;
** გქონდეთ მზაობა, სწავლების წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმდეთ ჩვენი კომპანიის ამწე-ბადის დეპარტამენტში.
ჩვენ კი გპირდებით, რომ მიიღებთ რეალურ ცოდნას და წარმატებული სწავლების შემდგომ დაგასაქმებთ შეძენილი, ახალი პროფესიით, სტაბილური და მაღალი ანაზღაურებით! მეტიც, ტრანსპორტირებაზე დახარჯულ თანხასაც კი აგინაზღაურებთ გარკვეული ფიქსირებული თანხით!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "სწავლება ამწე-ბადის მიმართულება".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 27 ივნისი, 2025 წ.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.adli.ge
|
|
|
|