Робота для біженців з України
ავეჯის დეპარტამენტის სტოკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის დეპარტამენტის სტოკერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დეპარტამენტის სტოკერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა
** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და განთავსება
** კომპანიის ცენტრალური საწყობიდან პროდუქციის ჩაბარება

ჩვენთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ:

** დროის მენეჯმენტს
** დეტალებზე ორიენტირებულობას
** პოზიტიურ კომუნიკაციას
** საქმისადმი დამოკიდებულებას
** დისციპლინასა და პასუხისმგებლობას
** გუნდურობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე