Робота для біженців з України
პრობლემური სესხების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების მენეჯერი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

ბანკი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2

"სილქ ბანკი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია;
** ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა (გადახდების მონიტორინგი).

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე