დასახელება:
ორგანიზაციული შეფასების ვორქშოპი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
ორგანიზაციული შეფასების ვორქშოპი
ორგანიზაციული სტრატეგიული განვითარების ვორქშოპი
ორგანიზაციული მდგრადობისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობისთვის
რატომ არის ვორქშოპი მნიშვნელოვანი?
დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, ორგანიზაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მკაფიო ხედვა, მიზნები და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული ვორქშოპი ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას თავად შეაფასონ არსებული ორგანიზაციული რისკები, რომელიც გამოწვეულია შიდა ორგანიზაციული მმართველობის საკითხებით და გარემო ფაქტორებით, რათა სტრატეგიულად დაგეგმონ ეფექტური ორგანიზაციული საქმიანობა მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტების განსაზღვრით.
ვორქშოპის მიზანი:
** ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასება
** პროგრესისა და გამოწვევების ანალიზი
** სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა
** ორგანიზაციული ბიუჯეტის დაგეგმვა
** რისკ ფაქტორებისა და სამომავლო შესაძლებლობების განსაზღვრა
** მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება
** სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ვორქშოპის ხანგრძლივობა: 2 სამუშაო დღე
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული (საჭიროების მიხედვით)
სამიზნე აუდიტორია: სამოქალაქო, აკადემიური, კერძო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები.
შედეგი: ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი (განსაზღვრულია 3 სამუშაო დღე)
კონსულტანტი: დენოლა ჩხარტიშვილი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი. 20-წლიანი გამოცდილება პოლიტიკის კვლევის, დემოკრატიის მხარდაჭერის, ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.
ვორქშოპის ფორმატი: ინტერაქტიული სესიები, ქეისებზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო.
თარიღი/ადგილმდებარეობა/ფასი: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
** ტელ.: +995 593 92 57 67
** მეილი: denolachkhartishvili@gmail.com
|
|
|
|