Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637172&print=yes&view=jobs
 
პროექტ-მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ-მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შ.პ.ს "აითი თექ" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს.

კომპანიის მთავარი მიზანი - განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა.

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსია პოზიციაზე სახელმწიფო გაყიდვების მიმართულებით პროექტ-მენეჯერის ასისტენტი ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მართვა: გაყიდვების მენეჯერისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტებთან კომუნიკაცია: პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოება, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტები: არსებული და მომავალი პროექტების გაყოლა კომპეტენციის ფარგლებში, B2G გაყიდვების მენეჯერის მითითებით;
** შეხვედრების ორგანიზება: მენეჯერის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ანგარიშგების მომზადება: გაყიდვების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშების/რეპორტის მომზადება;
** მონაცემთა ბაზის მართვა: მონაცემების განახლება და მართვა;
** ლიცენზიების ბაზის მართვა და განახლება;
** ბაზრის კვლევა: ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი (კომპეტენციის ფარგლებში), კონკურენტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
** უპირატესობა მიენიჭებათ
** სტუდენტების საყურადღებოდ: ეს პოზიცია გულისხმობს 09:00-18:00 საოფისე მუშაობას და ლექციებთან არაა თავსებადი. განიხილება მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ვინც საჭიროებს მხოლოდ გამოცდებზე/ტესტებზე სიარულს. ან ახლად დამთავრებული
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა.

პირობები:

** გამოსაცდელი ვადა 6 თვე
** გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები ანაზღაურება - 800 ლარი, შემდგომ 1100 ლარი ზრდის პერსპექტივით.
** სამუშაო ადგილი: ც. დადიანის 7, "ქარვასლა", თბილისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვის შემდგე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge, 20 ივნისამდე, და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ასისტენტი გაყიდვების დეპარტამენტში".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://itt.ge/

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია