Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637156&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: შტიგენ გრუპ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"შტიგენ გრუპ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: არასტანდარტული განაკვეთი
ხელფასი: ფიქსირებული + საკომისიო + გეგმის შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსი

ჩვენს შესახებ:

"შტიგენ გრუპ ჯორჯია" არის განახლებადი ენერგიის სფეროში ინოვაციების ლიდერი, რომელიც გარდაქმნის იმ გზას თუ როგორ ამარაგებს საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ მომავალს. ჩვენ მხოლოდ ენერგიის სისტემებს არ ვყიდით - ჩვენ ვაშენებთ მდგრად მომავალს.

შემოგვიერთდი ჩვენს სწრაფად მზარდ და ენთუზიაზმით სავსე გუნდს და გახდი მნიშვნელოვანი მოთამაშე თანამედროვე მზის ენერგიის დანერგვის ეროვნულ პროცესში!

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მზის ენერგიის პროდუქტებისა და სერვისების გარე გაყიდვები, Door-to-door, Cold call, Creative Networking მეთოდების მეშვეობით
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და ურთიერთობების განვითარება, როგორც B2C, ისე B2B მიმართულებით
** გაყიდვების ციკლის სრული მართვა: პირველადი კონტაქტი და გაყიდვის დასრულებამდე კომუნიკაცია
** ბაზრის მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** კლიენტების ბაზის შექმნა, მართვა, მონიტორინგი და განახლება
** ინფორმირებულობა განახლებადი ენერგიის ტრენდებზე, ინოვაციებზე და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან

კვალიფიკაცია:

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება, სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის ტექნოლოგიური ან ენერგეტიკული პროდუქტების მიმართულებით
** ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკება და ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი
** რთული ტექნიკური კონცეფციების მარტივად და გასაგებად ახსნის შესაძლებლობა
** როგორც დამოუკიდებლად ისე გუნდთან ერთად სამუშაოს შესრულების უნარი
** წარმატებული გამოცდილება ცივი ზარების, ლიდების გენერირებისა და კომერციული გარიგებების დახურვის კუთხით
** მართვის მოწმობა და გადაადგილების შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობად
** მიზანმიმართული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, რომელსაც ამოძრავებს წარმატების მიღწევის სურვილი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

რას გთავაზობთ:

** მზარდი ინდუსტრიის ნაწილის გახდომის უნიკალურ შესაძლებლობას
** პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და ტრენინგებს
** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: hr@shtigen.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია