Робота для біженців з України
საერთაშორისო ურთიერთობის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საერთაშორისო რესურსების მოზიდვის შემდგომ არსებული პორტფელის მართვა;
** პროექტების მიხედვით არსებული პორტფელების აღრიცხვა, დატვირთვა და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
** საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით არსებული ხაზების დატვირთვა/ათვისება ხაზინის დეპარტამენტთან შეთანხმებით;
** კრედიტორებთან ურთიერთობა და დადგენილი პერიოდულობით მათთვის ანგარიშგების ფორმების მომზადება შესაბამისი სტანდარტებით და გაგზავნა;
** ფინანსური დეპარტამენტის დახმარებით კვარტალური რეპორტების მომზადება და დროული მიწოდება პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისთვის;
** არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში დადგენილი ფინანსური კოვენანტების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** ფინანსური კოვენანტების დარღვევის შემთხვევაში დროული ინფორმირება და შესაბამისი ვეივერის მომზადება პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის;
** კრედიტორების მიერ ანგარიშგების ფარგლებში არაგეგმიური მოთხოვნების დროს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მიწოდება;
** დავალებების გაწერილ ვადებში დასრულება და კომპლექსური ვადების გრაფიკის დაცვა
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის ან ზემდგომის ცალკეული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (სასაუბრო, წერითი, საკითხავი), დამატებით რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ან საფინანსო სფეროში.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე