Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637137&print=yes&view=jobs
 
ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნარჩენების გატანის თანამშრომელი/კურიერი
მომწოდებელი: Pickup
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge"-ი აცხადებს ვაკანსიას (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე. სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში.

"Pickup.ge" საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება.

იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე კარგი ვარიანტია დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოცდილება არ არის აუცილებელი ! არ გჭირდება მართვის მოწმობა ! არ გჭირდება სკუტერი და ავტომანქანა !

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი, 2025 წელი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო

რა გჭირდება?

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი;
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები.
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და ბუნკერში მოთავსება.

სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი.

გრაფიკი: დილა 9:00-11:00. შესაძლებელია სამუშაოს 8:30-ზე დაწყებაც.
ხელფასი: 300-450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე.
სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია.

თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com. ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა-კურიერი. ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია