Робота для біженців з України
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: ბადაგონის სახლი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
რესტორანი "ბადაგონის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ტელეფონისა და შეტყობინებების დროული და სრულყოფილი მართვა
** სტუმრების თბილად და პროფესიონალურად მიღება, მაგიდაზე განთავსება
** ჯავშნების მართვა, მაგიდების სწორი განაწილება და მომლოდინე სიების ეფექტური მართვა
** ინფორმაციის მიწოდება რესტორანზე, მენიუზე და მომსახურებაზე
** პერსონალთან კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა
** სტუმრის ემოციურ კომფორტზე ზრუნვა და უკუკავშირის გაზიარება მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** მოწესრიგებული იერი და პროფესიონალური დამოკიდებულება პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
** აქტიური მსმენელი და პრობლემებზე ორიენტირებული

პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 13:00-22:00
** გრაფიკი: 5/2, 1 საათიანი შესვენებით
** სამუშაო ადგილი: ბადაგონის სახლი, თავისუფლების მოედანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: badagonifreedomsquare@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 441995.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე