დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
კ-მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
პროდუქტი:
სატვირთო ავტომობილები, საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები.
პასუხისმგებლობები:
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისთვის, პროდუქციის/მომსახურების სწორედ წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა.
** კლიენტთა პორტფელის შექმნა და მისი განვითარება
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში სატელეფონო ზარების განხორციელება.
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, შეხვედრების და ვიზიტების განხორციელება, მათთვის სიახლეების გაცნობა და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
** ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვებზე და სიახლეებზე თვალყურის დევნა.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის კვირეული/თვიური რეპორტის წარდგენა შესრულებული სამუშაოს, ასევე დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
მოთხოვნები და უნარები:
** გაყიდვების წარმომადგენლად სამუშაო გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას)
** სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა.
** გაყიდვების, მოლაპარაკების და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები.
** აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარი.
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
პირობები:
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + გაყიდვების პროცენტი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
|
|
|
|