დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ელისი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს. "ელისი" ბაზარზე წარმოდგენილია 3 ფილიალით, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით.
ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება მოლარე-ოპერატორი.
სამუშაო საათები: 09:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება სრული განაკვეთი კვირაში 6 დღე: 1300 ლარიდან ზევით (კვალიფიკაციის მიხედვით)
ასევე განიხილება გრაფიკი ნახევარ განაკვეთზე, შეთანხმებით.
სამუშაო ადგილები: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის N39; დიდი დიღომი ფარნავაზ მეფის ქ. N2.
ბენეფიტები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება (გამოცდილების გარეშე კადრებისთვის)
** კარიერული წინსვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** თანხის კონტროლო
მოთხოვნები:
** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 599 580875 ვარკეთილი; 591 173873 დიდი დიღომი.
|
|
|
|