დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე გელოვანის ფილიალში.
მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. N1
"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 23 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** RS-ზე ზედნადებებისა და ფაქტურების ატვირთვა, მიღება/დადასტურება, დაარქივება;
** შესყიდვებისა და რეალიზაციის პროგრამაში ასახვა;
** საიჯარო მომსახურებასთან დაკავშირებული დებიტორებისთვის ინვოისების მომზადება და დავალიანებების კონტროლი;
** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი;
** დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
** გეგმური სასაქონლო ინვენტარიზაცია, ჩამოწერის აქტების მომზადება და პროგრამაში ასახვა;
** ყოველწლიური აუდიტორული შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების Ms Office (Word, Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 18:30 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 31 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბუღალტრის პოზიციაზე.
"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|