Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637109&print=yes&view=jobs
 
მობილიზაციის ოფიცერი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილიზაციის ოფიცერი
მომწოდებელი: Tesen Group
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანიის შესახებ:

"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", " Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".

თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.

"Tesen Rental" აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სახელფასო რეინჯი: 1800-2500 ლარი (მოიცავს თვიურ ბონუს)
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა: აბასთუმანი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი მანქანა-დანადგარების, საჭირო რაოდენობის საწვავით დროული მოთხოვნა არსებული წესის მიხედვით;
** ობიექტის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის/სპეცტექნიკის განაწილების ფაილის შედგენა და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდება;
** ობიექტის უზრუნველყოფა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის, ტექნიკურად გამართული, საავტომობილო და სხვა სახის სპეცტექნიკით;
** ობიექტზე, ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** ტაბელების არსებული წესით შევსების უზრუნველყოფა და RS-თან დადარება;
** ობიექტზე წამოჭრილი ლოგისტიკური პრობლემების, დროული და ეფექტური გადაწყვეტის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** სპეც. ტექნიკების ტიპების და მათი დანიშნულების ცოდნა.
** სასურველია, საგზაო-სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბონუსს
** საცხოვრებელ აპარტამენტს
** კვებას
** საწვავს (საჭიროების შემთხვევაში)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ულიმიტო სასაუბრო დროს და ინტერნეტს
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს (Fitpass)
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია