დასახელება:
ასფალტის დამგები ჯგუფის მძღოლი
|
მომწოდებელი:
Tesen Group
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანიის შესახებ:
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", " Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"Tesen Rental" აცხადებს ვაკანსიას ასფალტის დამგები ჯგუფის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი: 1500 ლარი (ხელზე)
** სამუშაო საათები: ცვლადი.
** ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯგუფის წევრების გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე და უკან.
** ავტომობილის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება ყოველი სამუშაოს დაწყებამდე.
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება და ექსპლუატაციის წესების დაცვა.
** საგზაო მოძრაობის წესების დაცვა.
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სამუშაო პროცესში.
** საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება (სასურველია სატრანსპორტო ან ტექნიკური მიმართულებით).
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლად (სამშენებლო ან ლოჯისტიკურ სფეროში უპირატესობად ჩაითვლება).
** მოქმედი B და/ან C კატეგორიის მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს (Fitpass)
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|