Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637099&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევრო მარტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "ევრომარტი" დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე: კეთილსინდისიერება, ერთგულება, მუდმივი განვითარება და ზრუნვა.

თუ გსურს განვითარდე პიროვნულად და პროფესიონალურად, გამოწვევები აქციო შესაძლებლობებად, სცადე და არ გაჩერდე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მაღაზიის ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 20%-იან ფასდაკლებას;
** კონსიგნაციით პროდუქციის შეძენას თვის ჭრილში;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხაზის სივრცეში სამუშაო პროცესის შესაბამისი აღჭურვილობით (ქუდი, ხელთათმანი, წინსაფარი და ა.შ) წარმართვა.
** ხაზის სივრცეში მზა პროდუქციის კოდების სიზუსტის დაცვა, აგრეთვე მზა პროდუქციის მოხმარების ვადების დაცვა და კონტროლი;
** ხაზის სივრცეში სისუფთავის დაცვა და კონტროლი
** მომხმარებლისათვის ხაზის სივრცეში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ადაპტაციის სწრაფი უნარი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე:
info@evro-mart.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 31 26 23

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია