დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ევრო მარტი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შპს "ევრო მარტი" დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე: კეთილსინდისიერება, ერთგულება, მუდმივი განვითარება და ზრუნვა.
თუ გსურს განვითარდე პიროვნულად და პროფესიონალურად, გამოწვევები აქციო შესაძლებლობებად, სცადე და არ გაჩერდე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 20%იან ფასდაკლებას;
** კონსიგნაციით პროდუქციის შეძენას თვის ჭრილში;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ადაპტაციის სწრაფი უნარი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@evro-mart.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 31 26 23.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|