Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637082&print=yes&view=jobs
 
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ საწყობის ოპერატორს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი - თბილისი, აეროპორტის დასახლება

საწყობის ოპერატორის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება და კორექტირება;
** არსებული მარაგის ლიმიტის პროგრამული კონტროლი;
** Rs.ge-ზე მომარაგების, შიდა გადაზიდვის და მისამართების ატვირთვა;
** შიდა გადაზიდვის პროცესის გამართულობის კონტროლი;

ჩვენს გუნდში ვეძებთ საწყობის ოპერატორს, რომელსაც აქვს:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასაუბრო დონეზე რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: 1400 ლარი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საწყობის ოპერატორი)

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია