დასახელება:
მაღაზიის უფროსი კონსულტანტი/ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
MEGAHAND
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!
ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის უფროსი კონსულტანტი (ადმინისტრატორი) პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, კალოუბნის 1
სამუშაო განაკვეთი: 2/2
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების წარმოება
** დოკუმენტაციის სრული ციკლის წარმოება
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ფლობა
** სალარო პროგრამებთან/აპარატებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ შემოსავალს
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
** შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ- ფოსტაზე: tbl3@m-hand.ru და მიუთითოთ პოზიცია: "უფროსი კონსულტანტი (ადმინისტრატორი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|