Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637072&print=yes&view=jobs
 
პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

პოზიციის დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 900 ლარი + საბონუსე სისტემა (400-500)

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება წინასწარ გაწერილი სტანდარტის შესაბამისად.
** მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და ინფორმაციის მიწოდება.
** ვადაგადაცილებული პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.
** მომხმარებლებთან მიღწეული შეთანხმების პროგრამული ასახვა.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ.
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** აკადემიური განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისს.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია