Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=637037&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: JM Company
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "ჯეი ემ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

"ჯეი ემ კომპანი" 2013 წელს დაარსდა. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი კომპანია მომსახურებას უწევს როგორც კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

1. ხელოვნური ნაგებობების (ხიდები, კედლები) მშენებლობა;
2. სამშენებლო სპეც-ტექნიკის იჯარა;
3. არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა-მონტაჟი;

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.jmc.ge/
ან ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/JMCrental

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
** აუცილებელია იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხოენოვანი ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** რუსულის ან/და ინგლისურის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 ლარი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: JMcompany013@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია