დასახელება:
გამყიდველ-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
MircoPet
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანიის შესახებ: "მირკო ფეთი MircoPet" წარმოადგენს შ.პ.ს. მირკოს, ერთერთ მიმართულებას, რომელიც არის Bewital Petfood-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში (https://www.bewital-petfood.com) 2020 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შინაური ცხოველებისთვის (ძაღლები და კატები) მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების და აქსესუარების ფართო არჩევანს. კომპანიის პრიორიტეტია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან და მაღალკვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით შინაური ცხოველების კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული საკვები პროდუქტის შერჩევა.
https://mircopet.ge
https://www.facebook.com/bewigeorgia
bewitalgeo@gmail.com
შ.პ.ს. "მირკო" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში არსებულ საცალო სავაჭრო ობიექტზე
სამუშაო განაკვეთი:
** სამუშაოს ტიპი - მოქნილი გრაფიკი
** სამუშაო დრო - 10-19 სთ. (შესვენება 1 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის საცალო რეალიზაცია.
** სალარო აპარატთან მუშაობა.
** სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა.
** პროდუქციის ვადების კონტროლი.
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა.
** მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა (ტრენინგს უზრუნველყოფს კომპანია).
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** მობილიზებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომუნიკაბელური, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი
ანაზღაურება: ერთი სრული (10-19 სთ) სამუშაო დღე - 60 ლარი, ხოლო დასვენების დღეებში (შაბათი-კვირა) მუშაობის შემთხვევაში, ერთი დღე 70 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: bewitalgeo@gmail.com
|
|
|
|