Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებებს.

ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიებისთვის, "არომაკო" და "ნამი 8"- ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების საშუალებას;
** პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
** FITPASS-ის გამოყენების შესაძლებლობას.
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

პირობები:

** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი + ბონუსი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან.
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კორპორაციული გაყიდვების მენეჯერებისათვის შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების, მომსახურების და სიახლეების და აქციების შესახებ მომხმარებლებისათვის სრულ და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე