დასახელება:
ადმინისტრაციული მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვაცხადებთ ვაკანსიას ადმინისტრაციული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული წერილების რეგისტრაცია და მათზე პასუხების მომზადება.
** მოხსენებითი/სამსახურებრივი ბარათების მომზადება და რეგისტრაცია.
** დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვის კონტროლი.
** დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარული/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** კორესპონდენციის მართვის/წარმოების გამოცდილება.
** MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10 - კომპანიის სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|