დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
White Sails
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სასტუმრო "White Sails Residential Hotel" აცხადებს ვაკანსიას მუდმივი და სეზონური დიასახლისის პოზიციაზე ბათუმში.
White Sails Residential Hotel ბათუმში მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, და წარმოადგენს თანამედროვე აპარტ-ჰოტელს, რომელიც იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე ხანგრძლივი ან მოკლევადიანი დასვენებისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნომრების ყოველდღიური დალაგება და წესრიგში მოყვანა.
** საწოლის გაწყობა და თეთრეულის შეცვლა.
** სანიტარული კვანძის (აბაზანა/ტუალეტი) სისუფთავის უზრუნველყოფა.
** პირსახოცების, ჰიგიენური საშუალებებისა და დანარჩენი ინვენტარის შევსება.
** სტუმრის გასვლის შემდეგ ნომრის სრულყოფილი დასუფთავება.
** სახარჯი მასალების მოხმარების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა.
** ნაპოვნი ნივთების ადმინისტრაციისთვის გადაცემა.
** ოთახებში ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და მოხსენება.
** სასტუმროს სტანდარტებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჰიგიენის და სისუფთავის სტანდარტების ცოდნა
** დროის მართვის უნარი და სწრაფად მუშაობის შესაძლებლობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო)
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: მუდმივი დიასახლისის შემთვევაში - 1000 ლარი, სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 1200 ლარი.
** ანაზღაურება: სეზონური დიასახლისის შემთვევაში - (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 1500 ლარი.
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (4 დღე 09:00-18:00, 1 დღე 12:00-20:00).
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №5, საქართველო.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: nino.durglishvili@hiro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500 447 029;
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს White Sails Residential Hotel ს/კ 445576458 მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@wsr.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
|
|
|
|