დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პრაგმა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.
ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოუერთდე ჩვენს მზარდ გუნდს!
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიცია ექვემდებარება: შიდა უსაფრთხოებისა და ვიდეო მონიტორინგის მენეჯერს.
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 27/06/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: დამსაქმებელი ორგანიზაციის ან/და კლიენტი კომპანიის უსაფრთხოების კონტროლის სისტემის მართვა და განვითარება
ძირითადი მოვალეობები:
** უსაფრთხოების კონტროლის სისტემის მართვა და განვითარება;
** სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით ვიდეო მონიტორინგის წარმოება;
** Სალაროებისა და საწყობის მონიტორინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ვიდეო და ფოტო მასალის დაფიქსირება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური ინფორმაციის დაარქივება და შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო კუთხით
** ჩაითვლება უპირატესობად)
** Აუცილებელია პროგრამის "IVMS 4200" ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა 1C მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე (დასვენების დღეები: კვირა და ორშაბათი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი
** ანაზღაურება: 1500 ლარი
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა.
წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიის, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|