დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მეტრო გურამიშვილთან
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 კვირაში 6 დღე
** დასვენების დღე: შაბათი ან კვირა ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 1200 ₾
მოვალეობები:
** მზარეულის დახმარება კერძების მომზადებისას;
** ობიექტზე მოსული ნედლეულის მითვლა სტანდარტების დაცვით;
** ნაწარმოები პროდუქციის რაოდენობის (წონა და ცალობა) გაგზავნა ოპერატორისათვის;
** მზა პროდუქციის რეალიზება (მიწონვა და დასტიკერება);
** ვადაგასული პროდუქციის მოხსნა გაყიდვიდან, აღრიცხვა, ჩამოწერა;
** პროდუქციასთან, მანქანა-დანადგარებთან და ტექნიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შეტყობინება ოპერატორისათვის.
** სისუფთავის და ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორც პირადი ისე სამუშაო ადგილზე;
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25 (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში
(ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ)
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|