დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
მომწოდებელი:
GDCC
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
Loreal-ის, Johnson&Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ჯი დი სი სი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე, გორში.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
მოთხოვნები და ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით;
** სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა;
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
პიროვნული თვისებები:
** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:00 სთ;
** დასვენება - შაბათი, კვირა;
** ანაზღაურება გამომუშავებით: ფიქსი-800, ბონუსი-800, საშუალო-1400;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@gdcc.com.ge საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლ-ექსპედიტორი".
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://www.gdcc.ge
|
|
|
|