დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Izi Box
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "IZI BOX" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
"IZI BOX" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით.
კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს.
"IZI BOX" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.
უფრო დეტალურად - https://izibox.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, თანხების შედარება.
** ხელფასების დარიცხვა/გადარიცხვა.
** თანხების (ქეშის) კონტროლი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ბალანსთან მუშაობის გამოცდილება);
** Microsoft პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას
სამუშაო გრაფიკი:
** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (თემქა, ურეკის ქუჩა #2)
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|