დასახელება:
საწყობის მტვირთავი
|
მომწოდებელი:
Inex Group
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტის ტერიტორია
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: 2000 ლარიდან
ადგილმდებარეობა: გაკოს ტერმინალი
გრაფიკი: არასტანდარტული
ანაზღაურება: გამომუშავებით
საქმიანობის აღწერა: შემოსული ამანათების დატვირთვა, ჩამოტვირთვა,
აუცილებელი მოთხოვნები:
** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 30 მაისამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიცია.
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმეს (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|