Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636899&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

ჩვენ ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:

** კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება, მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება;
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;
** კომპანიის თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა; დასახული სტრატეგიის განხორციელება;
** სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** დასახული და განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.

რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე ჩვენს გუნდს:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს - ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტ) + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგი მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია