დასახელება:
Ardi Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების პირადი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას Ardi Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების პირადი მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ანაზღაურებაზე შემოსული სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;
** დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (ელექტრონული ფოსტა, Viber, WhatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება;
** პირადი მენეჯერის შვებულების დროს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
** დაზღვეულების ჩაწერა მათთვის მოსახერხებელ დროს როგორც კომპანიის ოჯახის ექიმებთან, ასევე სხვა კლინიკებში სპეციალისტებთან მათი მოთხოვნის მიხედვით და მიღებული მომსახურების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში მიმართვების გაცემა კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებსა და მედიკამენტებზე;
** დაზღვეულთა მხრიდან მხრიდან ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, Viber თუ WatsApp) და მოთხოვნათა ეფექტური დელეგირება
განათლება:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო მიმართულებით);
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - (B2-C1)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ARDI Plus სტატუსის მქონე დაზღვეულების პირადი მენეჯერი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|