დასახელება:
მაღაზია BOSS-ის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ვიქტორია 98
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,
"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
შპს "ვიქტორია-98" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია BOSS-ის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარი (+ ბონუსი)
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიის ტერიტორიის კონტროლი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა
** გამოძახებაზე ოპერატიულად გასვლა და საჭირო ზომების გატარება, მოსალოდნელი ინციდენტის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით
** მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფარულად გატანის დაუშვებლობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის დახვედრა, კარის გაღება და გაცილება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების მიმართულებით საცალო ვაჭრობის
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფად მოქმედების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების სპეციალისტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|