Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636886&print=yes&view=jobs
 
სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: მპ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "მპ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

"მპ დეველოპმენტი" წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 18 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** ობიექტებზე სახანძრო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ზომების გატარება;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, შესხურების სისტემა, სახანძრო კარი და სხვა) მონიტორინგი და შემოწმება;
** სახანძრო ინვენტარის პერიოდული შემოწმება და აღირცხვა (ცეცხლმაქრები, დეტექტორები, მართვის პანელები, საგანგაშო ღილაკები, სახანძრო ტუმბოები, წყლის რეზერვუარები, სიგნალიზაცია და სხვა);
** მოქმედი კანონმდებლობის, ნორმებისა და რეგულაციების დაცვაზე კონტროლი;
** პასუხისმგებელია, რომ კომპანიის ყველა ობიექტი შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგანგებო სიტუაციების მართვის მოთხოვნებს;
** კომუნიკაცია და კოორდინაცია სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან; ახალი რეგულაციების დანერგვა;
** პერიოდული სასწავლო-სიმულაციური ტრენინგების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** საგანგებო სიტუაციებში კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან უსაფრთხოების მიმართულებით - სასურველია;
** სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა - სავალდებულოა;
** სერტიფიკატი სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგის გავლის შესახებ - სავალდებულოა.

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TyJTxxSc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია