დასახელება:
მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ლიბრა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის და მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
ლოკაცია: ვ.ფშაველას 30ბ მოლარე კონსულტანტი
მენეჯერის პოზიციაზე სავალდებულო მოთხოვნები:
** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ან სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები:
** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
შრომის ანაზღაურება: მოლარე კონსულტანტი ვაკის ფილიალი ცვლებში: 700 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
მოლარე კონსულტანტი ვ, ფშაველას 30ბ სრული განაკვეთი: 850 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე librawignebi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
|
|
|
|