Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636876&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: E60
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"E60 - არქიტექტურული, დიზაინერული და სამშენებლო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლები / ჰიბრიდული რეჟიმი (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: შეთანხმებით — განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
პირველი თვე ითვლება გამოსაცდელ პერიოდად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ მედია არხებზე (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) კორპორატიული გვერდების გამართული და ეფექტური მართვა
** დიზაინერთან თანამშრომლობით პოსტების შექმნა და რეფერენსების მოძიება
** განთავსებულ პოსტებზე კომენტარებზე სწრაფი და შინაარსობრივი რეაგირება
** შეტყობინებებზე დროული და ეფექტური პასუხი
** რეკლამების მართვა სოციალურ ქსელებში
** ყოველკვირეული ანალიტიკური რეპორტების მომზადება არხების ეფექტიანობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით
** აუცილებელია გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში
** საოფისე პროგრამების (MS Office ან Google Workspace) ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონე ან ზემოთ)
** არქიტექტურულ ან სამშენებლო სფეროს ცოდნა ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნების უნარი
** გუნდური თანამშრომლობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დამატებითი ინფორმაცია:

** არ არის აუცილებელი მრავალწლიანი გამოცდილება — საკვანძო უნარების შეფასება მოხდება გასაუბრებისას ლაივ ფორმატში.
** რეზიუმეს გამოგზავნისას აუცილებელია ტექსტში ან თემის ველში განთავსდეს ფრაზა: "მე მიყვარს მარკეტინგი"
** აღნიშნული დეტალი მიუთითებს, რომ განცხადება სრულად იქნა წაკითხული და ყურადღება მიენიჭა დეტალებს.

რეზიუმე და პორტფოლიო (სურვილისამებრ) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@e60.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია