დასახელება:
ლითონის ლაზერული ჭრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ავეჯიომეტალი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ავეჯიომეტალი"- წამყვანი ლითონის ნაკეთობთა საწარმო ქართულ ბაზარზე, რომელსაც აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ამ ეტაპზე ეძებს გუნდის ახალ წევრს ლითონის ლაზერული ჭრის ოპერატორის პოზიციაზე.
"ავეჯიომეტალში" ლითონის სხვადასხვა სირთულისა თუ დიზაინის კონსტრუქციების წარმოება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ხოლო ხარისხის კონტროლი ხორციელდება წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე.
პოზიცია: ლითონის ლაზერული ჭრის ოპერატორი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვიქტორ ნოზაძინ ქუჩა #1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:00-17:00
დასვენების დღე - კვირა
ანაზღაურება: 2200 ლარი დარიცხული
მოვალეობები:
** ლითონის (შავი ლითონი, უჟანგავი ფოლადი, ალუმინი და ა.შ.) ჭრის CNC ლაზერული აპარატის გამართვა და ექსპლუატაცია.
** ტექნიკური ნახაზების და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვა და ინტერპრეტაცია.
** ლითონის ტიპისა და სისქის მიხედვით ოპტიმალური ჭრის რეჟიმების შერჩევა.
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი, დეფექტების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
** აპარატის მოვლა-პატრონობა, მისი გამართულად შენარჩუნება, გაწმენდა და მცირე რემონტის ჩატარება.
** უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამრეწველო დისციპლინის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ლითონის ლაზერული აპარატის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ნახაზების წაკითხვის უნარი
** ლითონის დამუშავების საფუძვლების ცოდნა
** ლაზერული აღჭურვილობისა და CNC პროგრამების ფლობა
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწრაფვა მუდმივი კარიერული განვითარებისაკენ
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ოფიციალურ დასაქმებას შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
** მუშაობას სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.
** მონაწილეობას საინტერესო და ინოვაციურ პროექტებში.
** ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიონალებისაგან შემდგარი გუნდი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@avejiometal.ge
და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|