დასახელება:
სტომატოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
რიხტერის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
"რიხტერის კლინიკა" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან სტომატოლოგის ასისტენტს.
სრული განაკვეთის სამუშაოზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
კვირაში 6 სამუშაო დღე
ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება
** სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და სამანიპულაციო ოთახის მომზადება
** სტომატოლოგიური ხელსაწყოების ექიმისთვის მიწოდება პროცედურის მიმდინარეობისას
** ექიმის დახმარება თერაპიულ, ქირურგიულ და ორთოდონტიულ მანიპულაციებში
** სამედიცინო ჩანაწერების სწორად შევსება და პაციენტის ისტორიის დამუშავებაში დახმარება
** სამუშაო სივრცის და სტომატოლოგიური კაბინეტის სისუფთავის უზრუნველყოფა
** სტომატოლოგიური მასალებისა და მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციისთვის
ანაზღაურება:თვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1, 650 ლარი
მდებარეობა: 68ა ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ვეძებთ მოტივირებულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელსაც სურს განვითარება სტომატოლოგიის სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@richters.ge
|
|
|
|