Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კომპანია ა17
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "ა17" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სტომატოლოგიური ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების იმპორტს საქართველოში. პარტნიორობს რა ევროპულ, ამერიკულ, კორეულ და ჩინურ ბრენდებთან, უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე სტომატოლოგიური ბიზნესებისთვის საიმედო პარტნიორობას.

კომპანია "ა17" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** მარაგების შესაბამისად შეკვეთების წარმოება;
** სატრანსპორტო და უცხოურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** მიღებული პროდუქციის აღწერა და პროგრამაში შეყვანა;
** განბაჟებული პროდუქციის დასაწყობება საწყობში და შოურუმში;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: n.ninikelashvili@a17.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე